გიორგი გახარია - როგორც ჩანს, დაგეგმილ პროვოკაციებზე გამოძიებას უახლოეს დროში დავიწყებთ
გიორგი გახარია - როგორც ჩანს, დაგეგმილ პროვოკაციებზე გამოძიებას უახლოეს დროში დავიწყებთ

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მის კომენტართან დაკავშირებით, რომელიც დაგეგმილ პროვოკაციებს შეეხებოდა, არ საუბრობს.

მისი თქმით, ამ საკითხზე არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ისაუბრებს.

„ამ თემაზე ჯერჯერობით არ შემიძლია საუბარი და არ ვისაუბრებ, რადგან ჯერ კიდევ მეორე ტური გვაქვს წინ. მეორე ტურის შემდეგ, რა თქმა უნდა, ვისაუბრებ“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

კითხვაზე, ხომ არ დაწყებულა გამოძიება ამ მიმართულებით, მინისტრი პასუხობს: „ჯერ არ დაწყებულა გამოძიება, მაგრამ როგორც ჩანს, უახლოეს დროში დავიწყებთ“.

გიორგი გახარიამ მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს განაცხადა, რომ დეტალურად იყო მისთის ცნობილი რაც იგეგმებოდა დესტაბილიზაციისა და პროვოკაციების მოსამზადებლად.