გიორგი გახარია – როცა შენს „მტერს“ ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ, დამარცხებული – საკუთარ ხალხთან და სახელმწიფოსთან

16:00, 11.11.2021

როცა შენს „მტერს“ ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ, დამარცხებული – საკუთარ ხალხთან და სახელმწიფოსთან, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

გიორგი გახარია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს ეხმაურება.

„როცა შენს „მტერს“ ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ! დამარცხებული – საკუთარ ხალხთან და სახელმწიფოსთან!“, – წერს გახარია.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრები გაასაჯაროვა.

მსგავსი