გიორგი გახარია - რეგიონებში, სადაც კარანტინი მოქმედებდა, ადგილობრივების მიერ წარმოებული არც ერთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი არ გაფუჭებულა
გიორგი გახარია - რეგიონებში, სადაც კარანტინი მოქმედებდა, ადგილობრივების მიერ წარმოებული არც ერთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი არ გაფუჭებულა

როგორც კი გახდა შესაძლებელი, 24 აპრილიდან ჩვენ შეზღუდვები ეტაპობრივად მოვხსენით, მიტანის სერვისები, ტრანსპორტი და მშენებლობები ამუშავდა. მინდა, ყველამ გავითვალისწინოთ, რომ ეს იყო უკვე გაზაფხული, როდესაც კონკრეტული სასოფლო სამეურნეო სამუშაოები იყო ჩასატარებელი, არც ერთი სასოფლო-სამეურნეო სამუშაო დღე არ შეჩერებულა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა.

მისი თქმით, იმ რეგიონებში, სადაც კარანტინი მოქმედებდა, ადგილობრივების მიერ წარმოებული არც ერთი სასოფლო სამეურნეო პროდუქტი იქ არ დარჩენილა და არ გაფუჭებულა.

„გარდა ამისა, ჩვენს იმ რეგიონებში, რომლებიც უფრო მაღალი რისკის შემცველი იყო, რომლის უბრალოდ კარანტინში გადაყვანაც მოგვიწია, მოსახლეობის მოყვანილი არც ერთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი იქ არ დარჩენილა და არ გაფუჭებულა. მთავრობამ უზრუნველყო, როგორც მათი მომარაგება, არამედ მათ მიერ მოყვანილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების აგრარულ ბაზრებზე შემდგომ ორგანიზებულად ტრანსპორტირება. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.