გიორგი გახარია - რეფორმები ნორმალური მდგომარეობა უნდა გახდეს, რადგან ჩვენი ძირითადი მიზანია, ქვეყნის ეკონომიკური დონე, დემოკრატიზაციის პროცესი, მედიასივრცე, მაქსიმალურად დავუახლოვოთ ევროპულ სტანდარტს
გიორგი გახარია - რეფორმები ნორმალური მდგომარეობა უნდა გახდეს, რადგან ჩვენი ძირითადი მიზანია, ქვეყნის ეკონომიკური დონე, დემოკრატიზაციის პროცესი, მედიასივრცე, მაქსიმალურად დავუახლოვოთ ევროპულ სტანდარტს

რეფორმები ჩვენი ნორმალური მდგომარეობა უნდა გახდეს, რადგან ჩვენი ძირითადი მიზანია, ქვეყნის სამართლებრივი მოწყობა, ეკონომიკური დონე, დემოკრატიზაციის პროცესი, მედიასივრცე ყველაფერი მაქსიმალურად უახლოესი წლების განმავლობაში დავუახლოვოთ ევროპულ სტანდარტს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გიორგი გახარია აღნიშნა, საპარლამენტო რესპუბლიკა და პროპორციული საარჩევნო სისტემა არის თანამედროვე დემოკრატიის ერთ-ერთი მაღალი მახასიათებლები.

„ამან ფუნდამენტურად უნდა შეცვალოს ჩვენი პოლიტიკური ველი, ჩვენი პოლიტიკური კულტურა, სერიოზული გამოწვევაა, ჩვენ ეს ყველაფერი უნდა ავითვისოთ, ამის ყველაფრის ადაპტაცია უნდა მოვახდინოთ და ჩვენი დემოკრატიზაციის პროცესი მუდმივი პროცესია. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, საქართველო, დღეს მისი ევროატლანტიკური ვექტორიდან გამომდინარე შეიძლება, შემდგომი წლები 10-15 წელი მუდმივი რეფორმების პროცესში ვიყოთ. რეფორმები ჩვენი ნორმალური მდგომარეობა უნდა გახდეს, რადგან ჩვენი ძირითადი მიზანი რა არის, რატომ ვაკეთებთ ამას, რადგან ქვეყნის სამართლებრივი მოწყობა, ეკონომიკური დონე, დემოკრატიზაციის პროცესი, მედიასივრცე ყველაფერი მაქსიმალურად, უახლოესი წლების განმავლობაში დავუახლოვოთ ევროპულ სტანდარტს, ეს ხომ ჩვენი ძირითადი მიზანია, სრულფასოვანი წევრობა, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში, ეს არის ჩვენი მიზანი, რომლისთვისაც ბევრი რეფორმები და ბევრი შრომა მოგვიწევს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.