გიორგი გახარია - რაც კადრებში ვნახე, ამაზრზენია, იზორიას კი არა, ჩემი ძმა რომ იყოს, უარესი შეფასება მექნებოდა
გიორგი გახარია - რაც კადრებში ვნახე, ამაზრზენია, იზორიას კი არა, ჩემი ძმა რომ იყოს, უარესი შეფასება მექნებოდა

რაც მე კადრებში ვნახე ამაზრზენია, ამას არ აქვს არანაირი გამართლება, იზორიას კი არა, ჩემი ძმა რომ იყოს, უარესი შეფასება მექნებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ლევან იზორიას ძმასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოზე კომენტირებისას აღნიშნა.

„რაც მე ამ კადრებში ვნახე, ეს არის უბრალოდ ამაზრზენი. ამას არ აქვს არანაირი გამართლება. იზორიას კი არა, ჩემი ძმა რომ იყოს, უარესი შეფასება მექნებოდა. ადამიანები, რომლებიც ატარებენ ფორმას, პოლიციელები, ყოველდღიურად თავიანთი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად ზრუნავენ ჩვენი ოჯახის წევრებისა და მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ეს არის უკიდურესად მიუღებელი და ეს იყო უბრალოდ ამაზრზენი, რაც მე ამ კადრებში ვნახე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.