გიორგი გახარია - ქვეყნის უცვლელი მიზანია ნატო-ს სრულფასოვანი წევრობა
გიორგი გახარია - ქვეყნის უცვლელი მიზანია ნატო-ს სრულფასოვანი წევრობა

როგორც ფაქტი, ქვეყნის უცვლელი მიზანია ნატო-ს სრულფასოვანი წევრობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ნატო-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ქვეყნის მომავალი უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტია.

„ვაგრძელებთ ყველა აქტიური ფორმატის თანამშრომლობის გაღრმავებას, სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას, საქართველოს ურთიერთობის გაძლიერებას ნატო-სთან შავი ზღვის მიმართულებით. ეს არის აბსოლუტურად ახალი კომპონენტი, რომელიც ნატო და საქართველოს თანამშრომლობის ნაწილში გაჩნდა. შავი ზღვის უსაფრთხოების კომპონენტი სულ უფრო მეტ დატვირთვას იძენს და საქართველოს სამართალდამცავმა ინფრასტრუქტურამ, სამართალდამცავმა ვამბობ, რადგან მოგეხსენებათ, შავ ზღვაზე ოპერირების ნაწილში ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ფუნქცია, საქართველომ, სულ უფრო და მეტი ეფექტური ნაბიჯები უნდა გადადგას იმისთვის, რომ უბრალოდ, შავ ზღვაზე ნატო-ს და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ოპერირების თვალსაზრისით კონკრეტული ფუნქციები შეიძინოს“, –  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიას თქმით, როგორც ფაქტი, ქვეყნის უცვლელი მიზანია ნატო-ს სრულფასოვანი წევრობა.

„ამისთვის, ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავი შედეგები გვაქვს ბოლო ორი წლის განმავლობაში და ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კონცენტრირებული მუშაობა ყველა იმ ფორმატში, რომელიც დღეს ჩვენ გაგვაჩნია. ეს გახლავთ, ნატო – საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა (ANP), ნატო – საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP), რომელიც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, ქვეყნის ნატოში სრულფასოვანი წევრობის მომზადებისთვის, ასევე, რეგულარული საპორტო ვიზიტები და როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შავი ზღვის ქართულ პორტებში ნატოს და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლობით გამოჩენა იყოს სულ უფრო და უფრო ხშირი, სტაბილური. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) მე-5 ვიზიტი, რომელიც შედგა და რომელმაც კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღო, როგორიც არის, მაგალითად SNGP-ის განახლებული და გაუმჯობესებული პაკეტი, ეს მაქსიმალურად სწრაფ დროში, როგორც დავასრულოთ, ასევე შემდგომ ამის აღსრულება დავიწყოთ. საერთოდ, საქართველოს, ქვეყნის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში, ნატოსთან ხარისხობრივი, ღრმა თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, როგორიც არის საკანონმდებლო, თავდაცვის, უსაფრთხოების, დემოკრატიზაციის ნაწილი ხდება პრიორიტეტი, რათა ჩვენ სწრაფად მოვამზადოთ ქვეყანა, რათა ნებისმიერ მომენტში ვიყოთ მზად, ნატო-ს სრულფასოვანი წევრობისთვის“, –  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

დატოვე კომენტარი