გიორგი გახარია - ქვეყანას ექსპორტის ხელშეწყობის ინსტრუმენტები სჭირდება

ქვეყანას ექსპორტის ხელშეწყობის ინსტრუმენტები სჭირდება, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ქართული პროდუქტის შესაქმნელად ადგილობრივ წარმოებას ექსპორტი სჭირდება. ამასთან, აღნიშნა, რომ ეს არის ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს შექმნის მიზეზი.

„ადგილობრივ წარმოებას, როდესაც „აწარმოე საქართველოს“ ან სხვა ინსტრუმენტების საშუალებით ახალი ქართული პროდუქტის შესაქმნელად ვეხმარებით, ასევე უნდა დავეხმაროთ, რომ ამ პროდუქტის ექსპორტი მოახდინონ. ეს არის ძირითადი შინაარსობრივი მიზანი და ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს შექმნის მიზეზი. ჩვენ ვეხმარებით წარმოების შექმნას და ჩვენი მიზანია, ეს პროდუქტი იყოს კონკურენტუნარიანი და ხარისხიანი. შემდგომ უკვე ვეხმარებით ამ პროდუქტის უცხოურ ბაზარზე წვდომას“, – განაცხადა გახარიამ.