გიორგი გახარია - „ქართული ოცნება“ არჩევნებს მოიგებს დამაჯერებლად და კოალიცია არ დასჭირდება
გიორგი გახარია - „ქართული ოცნება“ არჩევნებს მოიგებს დამაჯერებლად და კოალიცია არ დასჭირდება

2020 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ მოიგებს დამაჯერებლად და კოალიცია არ დასჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, ხელისუფლების მთავარი ამოცანა ქვეყნის ეკონომიკური აღდგენა და ადამიანზე ზრუნვაა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო გუნდს და ბიძინა ივანიშვილს ამ დიდი ნდობისთვის. პოლიტიკური სპეკულირების მიღმა არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა. იმის ნაცვლად, რომ ჩვენივე თავის შეფასებები გავაკეთოთ, ამას ამომრჩეველი უჩვენოდაც გააკეთებს. ყველა ყველაფერს კარგად ხედავს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი მიზანი არის სწრაფი ეკონომიკური აღდგენა და რა თქმა უნდა, ადამიანზე ზრუნვა – ჯანმრთელობა, ჯანდაცვა, სოციალური სისტემა, ჩვენი მომავალი ბავშვების განათლების სისტემა, ისევე როგორც მოხუცებზე ზრუნვა და სოციალური პორტფელი. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ეს ქვეყანა გახდეს კიდევ უფრო ძლიერი ეკონომიკურად, დემოკრატიულად. ჩვენი საბოლოო მიზანია, ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი ქვეყანა და ქვეყანა, რომელიც ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს. ჩვენი ყოველი საარჩევნო ციკლი უნდა იყოს ამისთვის მომზადებული. „ოცნება“ მოიგებს დამაჯერებლად და რა თქმა უნდა, „ოცნებას“ არ დასჭირდება კოალიცია“, – განაცხადა გახარიამ.