გიორგი გახარია - ქალებზე ძალადობასთან ბრძოლა მხოლოდ ქალის ტვირთი არ არის
გიორგი გახარია - ქალებზე ძალადობასთან ბრძოლა მხოლოდ ქალის ტვირთი არ არის

ქალებზე ძალადობასთან ბრძოლა მხოლოდ ქალის ტვირთი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მიკრობლოგ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე განაცხადა.

„ქალებზე ძალადობასთან ბრძოლა მხოლოდ ქალის ტვირთი არ არის. ჩვენ ამ ბრძოლაში გავერთიანდებით. მოვუწოდებთ ჩემი კაბინეტის წევრებს, პოლიტიკოსებს, სპორტსმენებს, მედიას, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და სხვებს საჯაროდ დაგმონ მსგავსი ქმედება.

ჩვენ ყველა უნდა ვეცადოთ, ყოველდღიურად პროგრესს მივაღწიოთ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიკრობლოგის საშუალებით.