გიორგი გახარია - პოლიტიკურად ნეიტრალური და ეფექტური პოლიცია, პროკურატურა, არმია, უსაფრთხოების სამსახური, ეს არის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას
გიორგი გახარია - პოლიტიკურად ნეიტრალური და ეფექტური პოლიცია, პროკურატურა, არმია, უსაფრთხოების სამსახური, ეს არის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას

პოლიტიკურად ნეიტრალური და ეფექტური პოლიცია, დამოუკიდებელი პროკურატურა, არმია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ეს არის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას და უსაფრთხო გარემოს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

გიორგი გახარიას თქმით, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ სოციალურად ფეხზე მყარად მდგომი, სოციალურად უზრუნველყოფილი პოლიციელი, მეხანძრე-მაშველი, ჯარისკაცი, ეს არის ის სახელმწიფო ხერხემალი, რომელზეც უნდა იდგეს ქვეყნის უსაფრთხოება.

„პოლიტიკურად ნეიტრალური და ეფექტური პოლიცია, დამოუკიდებელი პროკურატურა, არმია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ეს არის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას და უსაფრთხო გარემოს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სოციალურად ფეხზე მყარად მდგომი, სოციალურად უზრუნველყოფილი პოლიციელი, მეხანძრე-მაშველი, ჯარისკაცი, ეს არის ის სახელმწიფო ხერხემალი, რომელზეც უნდა იდგეს ქვეყნის უსაფრთხოება“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.