გიორგი გახარია - პირველი ივლისიდან ხელფასები გაეზარდათ პოლიციელებს, სასწრაფო დახმარების პერსონალს, სოფლის ექიმებს, ექთნებს, სოციალურ აგენტებს,
გიორგი გახარია - პირველი ივლისიდან ხელფასები გაეზარდათ პოლიციელებს, სასწრაფო დახმარების პერსონალს, სოფლის ექიმებს, ექთნებს, სოციალურ აგენტებს,

პირველი ივლისიდან საქართველოსთვის მსახურებაში მყოფ ადამიანებს გაეზარდათ ხელფასი. ეს გახლავთ პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი სრულად, სოფლის ექიმები და ექთნები, სოციალური აგენტები – ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ჩვენზე და ჩვენს მოქალაქეებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, პირველი ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის პენსია იქნება 250 ლარი, ხოლო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მაღალმთიან რეგიონში ცხოვრობენ, 300 ლარი.

„გარდა ამისა, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია ერთხელ და სამუდამოდ, ერთი მხრივ პენსიის გაზრდის და მეორე მხრივ იმ საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლის გამო, როგორც შედეგი, პენსიის ზრდა ყოველწლიურად მიება ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებელს, ერთხელ და სამუდამოდ ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცების პენსიის საკითხი ვეღარასოდეს ვეღარ გახდება პოლიტიკური სპეკულირების საგანი. ეს არის მიღწევა, რომელიც ჩვენ, ყველამ პარლამენტთან ერთად საკანონმდებლო ცვლილებების სახით მივიღეთ. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, პირველი ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის პენსია იქნება 250 ლარი, ხოლო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მაღალმთიან რეგიონში ცხოვრობენ, 300 ლარი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.