გიორგი გახარია პარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს
გიორგი გახარია პარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია წერილობით მიმართავს პარლამენტს და 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 154-ე მუხლის საფუძველზე, მოგმართავთ თხოვნით, კომპეტენციის ფარგლებში, წარვსდგე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. პატივისცემით, გ. გახარია “, – აღნიშნულია პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში.