გიორგი გახარია პანკისზე - როგორც ჩანს, უწყებების მიერ, მათ შორის, შსს მხრიდანაც არ იყო საკმარისი ანალიზი და მივიღეთ შედეგი, რომელიც არ უნდა მიგვეღო
გიორგი გახარია პანკისზე - როგორც ჩანს, უწყებების მიერ, მათ შორის, შსს მხრიდანაც არ იყო საკმარისი ანალიზი და მივიღეთ შედეგი, რომელიც არ უნდა მიგვეღო

როგორც ჩანს, სხვადასხვა უწყებების მიერ, მათ შორის, შსს მხრიდანაც არ იყო საკმარისი ანალიზი და მივიღეთ ის შედეგი, რომელიც სამწუხაროა და, რომელიც არ უნდა მიგვეღო, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პანკისის ხეობის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, შსს უფლებამოსილებაა, დაიცვას მართლწესრიგი და ხალხის უსაფრთხოება.

„მე არ წარმოვადგენ ეკონომიკის სამინისტროს. რა კრიტერიუმებით და რა პირობებში უნდა აშენდეს ჰესი, არ არის ჩემი კომპეტენცია. შსს-ს უფლებამოსილებაა, რომ იქ, სადაც არსებობს სახელმწიფოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა და მშენებელი იწყებს მუშაობას, დაიცვას მართლწესრიგი და უსაფრთხოება. ეს არის ჩვენი ამოცანა, რასაც პანკისში ვასრულდებდით. თუმცა, პასუხისმგებლობა ყველას თავისი სეგმენტის ნაწილში აქვს და, როგორც ჩანს, ჩვენს ნაწილშიც არასაკმარისი ანალიზი იყო გაკეთებული. ჩვენ ვაანალიზებთ ყველაფერს, აქ არ არის საუბარი მხოლოდ ერთ დღეზე, საუბარია ყველაფერს იმაზე, რაც ამას უძღვოდა წინ – ერთი თვე, ერთი წელი და შესაბამისად, ჩვენს დასკვნებს წარვუდგენთ საზოგადოებას“,- განაცხადა გახარიამ.