გიორგი გახარია - პანდემიის პირობებში ჩვენმა მევენახეებმა რეკორდული მოსავალი, 277 ათასი ტონა ყურძენი ჩააბარეს
გიორგი გახარია - პანდემიის პირობებში ჩვენმა მევენახეებმა რეკორდული მოსავალი, 277 ათასი ტონა ყურძენი ჩააბარეს

30 წლის განმავლობაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს იყო რეკორდული მოსავალი 277 ათასი ტონა ჩაიბარეს ჩვენმა მეღვინეებმა მთავრობასთან და სახელმწიფოსთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა მოსავლის ჩაბარების პროცესის წარმატებით მიმდინარეობისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მინისტრს მადლობა გადაუხადა.

„ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო რთველი, ასევე გამოწვევებით სავსე რთველი პანდემიის პირობებში, როდესაც ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ჩვენს მევენახეებს ჩვენს გლეხებს დავდგომოდით გვერდით. ასევე ეფექტურად ჩაიარა რთველმა რაჭა-ლეჩხუმშიც, სადაც ასევე იყო რეკორდული მოსავალი 1 400 ტონამდე სხვადასხვა ჯიშის ყურძენი იყო ჩაბარებული.

მინდა გითხრათ, რომ ასევე ეფექტურად იყო ჩატარებული, როგორც ატმის, ასევე ვაშლის მოსავალი, რომელიც ახლა მიმდინარეობს და მინდა მადლობა გადავუხადო სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ბატონ ლევან დავითაშვილს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დატოვე კომენტარი