გიორგი გახარია - „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ არის ცოცხალი პროცესი, ეს სია იქნება მუდმივად
გიორგი გახარია - „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ არის ცოცხალი პროცესი, ეს სია იქნება მუდმივად

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ არის ცოცხალი პროცესი, ეს სია იქნება მუდმივად, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ეს სია არის ცოცხალი პროცესი, ეს სია იქნება მუდმივად. რომელი სია არის დახურული? ყველა სიას, მოვლენების განვითარებიდან გამომდინარე, ხან ემატება, ხან შეიძლება, ვიღაც გამოაკლდეს. მოგეხსენებათ, რომ ამ სიის პირველი განხილვა იყო და იგი პარლამენტში ჯერ არ მოხვედრილა, როცა მოხვდება პარლამენტში, იქ გავაგრძელოთ მსჯელობა“, – განაცხადა შს მინისტრმა.

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ ამ ეტაპზე 33 პირია შეყვანილი.