გიორგი გახარია ოპოზიციას - გახსენით წიგნი, რაღაცა წაიკითხეთ
გიორგი გახარია ოპოზიციას - გახსენით წიგნი, რაღაცა წაიკითხეთ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მონაცემებით, საქართველო ბიუროკრატიული ხარჯებით, მშპ-სთან შედარებით, არის მეორე ადგილზე. პირველ ადგილზე არის სინგაპური, მეორეზე – საქართველო. გახსენით წიგნი, რაღაცა წაიკითხეთ, – ამ სიტყვებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წევრებს მიმართა.

„25 მილიონით ხარჯები გაიზარდა იმიტომ, რომ სასწრაფო დახმარების მთლიანი სტრუქტურა მერიიდან გადავიდა ჯანდაცვის სამინისტროში. ბიუროკრატიულ ხარჯებზე როცა ვსაუბრობთ, ეს დროშა რომ გიჭირავთ და აქნევთ, IMF-ის მონაცემებით, საქართველო ბიუროკრატიული ხარჯებით, მშპ-სთან შედარებით, არის მეორე ადგილზე. პირველ ადგილზე არის სინგაპური, მეორეზე – საქართველო. გახსენით წიგნი, რაღაცა წაიკითხეთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.