გიორგი გახარია ოლივერ ვარჰეის - ქართველ ხალხს გადახდილი აქვს იმის ფასი, რომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი
გიორგი გახარია ოლივერ ვარჰეის - ქართველ ხალხს გადახდილი აქვს იმის ფასი, რომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ევროკავშირის კომისართან სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეისთან ვიდეოშეხვედრა გამართა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროკომისართან საუბრისას გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აუცილებლობას.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი ქართველი ხალხის ურყევი, ისტორიული არჩევანია და რომ კანდიდატის სტატუსი გადაეცემა საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს. გახარიას თქმით, ქართველ ხალხს გადახდილი აქვს იმის ფასი, რომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.