გიორგი გახარია ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა
გიორგი გახარია ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შორის. მთავრობის მეთაური ასევე შეხვდება უკრაინის პრემიერ-მინისტრ ალექსი გონჩარუკს და უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გახარია მონაწილეობას მიიღებს დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია სუამ-ის სამიტში, რომელსაც კიევი მასპინძლობს. სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურების პლენარული სხდომის შემდეგ დაგეგმილია ლიდერების ერთობლივი განცხადებები, ასევე რამდენიმე დოკუმენტზე ხელმოწერა.

​საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პრემიერის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანი იმყოფებიან.