გიორგი გახარია - „ნაციონალები“ გაიქცნენ, „ევროპული საქართველო“ მიკროფონს არ მირთავს, ეს არის შიში
გიორგი გახარია - „ნაციონალები“ გაიქცნენ, „ევროპული საქართველო“ მიკროფონს არ მირთავს, ეს არის შიში

„ნაციონალები“ აქედან გაიქცნენ, თქვენ მიკროფონს არ მირთავთ, ეს არის თქვენი შიში, – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს, რომლებიც მინისტრობის კანდიდატებს ფრაქციის ფორმატში უსმენენ.

გახარიას თქმით, ამომრჩეველი „ევროპულ საქართველოს“ არჩევნებზე შეაფასებს.

„თქვენ ადამიანებს აბრმავებდით. აბრმავებდით ტყუილებით და თქვენ ამომრჩეველი არჩევნებზე შეგაფასებთ. აქედან „ნაციონალები“ გაიქცნენ, თქვენ მიკროფონს არ მირთავთ. ეს არის თქვენი შიში”, – მიმართა ოპოზიციონერ დეპუტატებს გახარიამ ფრაქციის სხდომაზე.

პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრა ფრაქციაზე მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში მიმდინარეობს.