გიორგი გახარია მზად არის, „თეთრი ხმაურის“ აქციის ორგანიზატორებს შეხვდეს
გიორგი გახარია მზად არის, „თეთრი ხმაურის“ აქციის ორგანიზატორებს შეხვდეს

თუ პარასკევის ღონისძიებაზე არსებობს რაიმე სახის შეკითხვები, მზად ვარ, რამდენიმე წუთში ვიყო აქციის ორგანიზატორებთან ერთად, დავსხდეთ და ყველა კითხვას აბსოლუტურად ღიად და გულწრფელად გავცეთ პასუხი, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„მინდა, მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც შეკრებილი არიან რუსთაველზე და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დღეს პოლიცია აკეთებდა მაქსიმუმს, რათა დაიცვას უსაფრთხების და ჩვენ მოქალაქის გამოხატვის უფლება.

პოლიცია ყველაფერს გააკეთებს, რათა დაცვას თითოეული ჩვენი თანამოქალაქის უფლება.

თუ პარასკევის ღონისძიებაზე არსებობს რაიმე სახის შეკითხვები, მზად ვარ, რამდენიმე წუთში ვიყო აქციის ორგანიზატორებთან ერთად ამ ტერიტორიაზე, დავსხდეთ და ყველა კითხვას აბსოლუტურად ღიად და გულწრფელად გავცეთ პასუხი.

მინდა, მოვუწოდო მოქალაქეებს, რომლებიც შეკრებილნი არიან რუსთაველის ქუჩაზე, მიეცით პოლიციას შეასრულოს თავისი უფლებამოსილება, რაც გამოიხატება ჩვენი თითოეული მოქალაქის უფლების დაცვაში. კითხვებზე, რომელიც დაგიგროვდათ პარასკევის ღონისძიებაზე, ასევე სხვა თემებზე, მზად ვარ, ვიყო მანდ და გავცე ყველა კითხვას პასუხი“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ გადაცემა „იმედის კვირაში“.