გიორგი გახარია - მთავრობა ყველაფერს აკეთებს ისტორიული შესაძლებლობის გამოყენებისთვის, რათა საქართველოს ნაკრებმა მონაწილეობა მიიღოს „რვა ერის“ თასზე
გიორგი გახარია - მთავრობა ყველაფერს აკეთებს ისტორიული შესაძლებლობის გამოყენებისთვის, რათა საქართველოს ნაკრებმა მონაწილეობა მიიღოს „რვა ერის“ თასზე

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და რაგბის კავშირის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ისტორიულ შანსზე, მონაწილეობა მიიღოს რაგბის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში, ე.წ. შემოდგომის თასზე რაგბიში – „რვა ერი“ და შეეჯიბროს ევროპული რაგბის ექვს საუკეთესო გუნდს და ფიჯის ეროვნულ ნაკრებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი.

„მთავრობა ყველაფერს აკეთებს ამ ისტორიული შესაძლებლობის გამოყენებისთვის და ექვსი ერის ხელმძღვანელობასთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.