გიორგი გახარია - მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო და დაიცვას ქვეყნის ინტერესები
გიორგი გახარია - მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო და დაიცვას ქვეყნის ინტერესები

პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა. ამის შესახებ გახარია სოციალურ ქსელში წერს.

„მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო და დაიცვას ქვეყნის ინტერესები! არაპროგნოზირებადი ვითარების გათვალისწინებით და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დროებით ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთთან.

საფრთხე რეალურია! საქართველოს სახელმწიფო საზღვარი – ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ყველაზე ახლო წერტილია გამწვავების ზონასთან.

მშვიდობის შენარჩუნებისთვის დროულად მოქმედებაა საჭირო“, – წერს გახარია „ფეისბუქზე“.