საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება
საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს მარტო გაუმკლავდეს.

მისივე თქმით, საქართველო მეზობელი სომხეთის დახმარების საკითხს განიხილავს და შესაბამისი დავალება ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიეცა.

„გვმართებს ურთიერთთანადგომა. მოგეხსენებათ, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში საკმაოდ დაიძაბა ბოლო პერიოდში მდგომარეობა. პირადად მე ყოველდღიურ პირად კავშირზე ვარ სომხეთის პრემიერთან, ისევე, როგორც კოლეგები – ჯანდაცვის, ეკონომიკის მინისტრები, ყველა, საგარეო საქმეთა მინისტრი, და უკვე ჩვენ მოვახდინეთ იმის იდენტიფიცირება, თუ რა სახის დახმარება სჭირდებათ ჩვენს მეზობლებს. აქ ურთიერთთანადგომა უკიდურესად მნიშვნელოვანია. ჯანდაცვის სამინისტროს უკვე აქვს მიღებული დავალება, რომ მოამზადოს ის დახმარება, რომელიც საქართველოს შეუძლია გაუწიოს მეზობელ სომხეთს. როგორც ჩანს, ეს უპირველესად იქნება სამედიცინო პერსონალით დახმარება. ასეთი თხოვნა გამოიკვეთა ჩვენი მეზობლების მხრიდან“, – განაცხადა გახარიამ.