გიორგი გახარია - მოქალაქეებს, რომლებიც ონკოდაავადებებს ებრძვიან, შესაძლებლობა ექნებათ, მკურნალობის სრული კურსი ჩაიტარონ ჯიბიდან გადახდის გარეშე
გიორგი გახარია - მოქალაქეებს, რომლებიც ონკოდაავადებებს ებრძვიან, შესაძლებლობა ექნებათ, მკურნალობის სრული კურსი ჩაიტარონ ჯიბიდან გადახდის გარეშე

თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ებრძვის ამ მძიმე სენს, ექნება შესაძლებლობა, მკურნალობის სრული კურსი ჩაიტაროს ყველანაირი ჯიბიდან გადასახადების გარეშე“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ რჩება პრობლემურად და სახელმწიფო ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობას გაზრდის.

„მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ, გახლავთ ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივა – ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდა. ონკოდაავადებათა მკურნალობის მეოთხე ეტაპი იყო პრობლემა, როდესაც სიმსიმვნის გამოვლენის შემთხვევაში, მკურნალობის გარკვეულ ეტაპზე ჩვენს მოქალაქეებს ჯიბიდან გადახადა უწევდათ. დარწმუნებული ვარ, მივიღებთ გადაწყვეტილებას პროგრამის 8 ათასი ლარით გაზრდის შესახებ. თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ებრძვის ამ მძიმე სენს, ექნება შესაძლებლობა, მკურნალობის სრული კურსი ჩაიტაროს ყველანაირი ჯიბიდან გადასახადების გარეშე. დღეს საქართველოს 1 972 მოქალაქე სარგებლობს ამ პროგრამით და ამ ადამიანებისთვის, ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. ეს არის სახელმწიფოს მხარდაჭერა ადამიანებისთვის, რომლებიც მძიმე სენს ებრძვიან და, რომლებიც შეძლებენ, სრული მკურნალობა მიიღონ სახელმწიფოს ხარჯზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.