გიორგი გახარია - მოგვდის ფრთხილი იმპულსები ბიზნესის მხრიდან, რომ ღელავენ მიმდინარე პროცესებზე, ხაზგასმით აღვნიშნავ, მკაცრი შეზღუდვები არ იქნება
გიორგი გახარია - მოგვდის ფრთხილი იმპულსები ბიზნესის მხრიდან, რომ ღელავენ მიმდინარე პროცესებზე, ხაზგასმით აღვნიშნავ, მკაცრი შეზღუდვები არ იქნება

მოგვდის ფრთხილი იმპულსები ბიზნესის, ეკონომიკური აქტორების მხრიდან, რომ ღელავენ მიმდინარე პროცესებზე. ხაზგასმით აღვნიშნავ, არანაირ მკაცრ შეზღუდვებს ადგილი არ ექნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ქვეყანაში შესაძლოა, იყოს ლოკალური შეზღუდვები, თუმცა მკაცრი, სისტემური ჩაკეტვა აღარ იქნება.

„სხვადასხვა არხით მოგვდის ფრთხილი იმპულსები ბიზნესის, ეკონომიკური აქტორების, რომ ისინი საკმაოდ ღელავენ მიმდინარე პროცესებზე. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არანაირ მკაცრ ჩაკეტვებს, შეზღუდვებს ადგილი აღარ ექნება. ჩვენი ადაპტაციის პოლიტიკის ძირითადი კომპონენტი გახლავთ, რომ ამ ეტაპზე, წერტილოვნად, მიზნობრივად უნდა ვებრძოლოთ ვირუსის გავრცელებას. ეს შეიძლება იყოს ლოკალური შეზღუდვები, მაგრამ მკაცრი სისტემური შეზღუდვები, რომლითაც ჩვენ პირველ ეტაპზე მობილობა დავწიეთ, აღარ განმეორდება. დღეის მდგომარეობით, პრიორიტეტია ქვეყნის ეკონომიკური აღდგენა, მისი სისწრაფე და მოქალაქეების ჯანმრთელობა. ჩვენ ამის შესაძლებლობა გვაქვს, ყველა საერთაშორისო შეფასებით, საქართველოს ექნება ერთ-ერთი საუკეთესო სასტარტო პირობები პოსტკრიზისულ პერიოდში“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.