გიორგი გახარია - მიწის რეგისტრაციის საკითხს უახლოესი სამი წლის განმავლობაში საბოლოოდ გადავწყვეტთ
გიორგი გახარია - მიწის რეგისტრაციის საკითხს უახლოესი სამი წლის განმავლობაში საბოლოოდ გადავწყვეტთ

საქართველოს მთავრობის სხდომაზე დღეს მიწის რეგისტრაციის საკითხს განიხილავენ.

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას განცხადებით, რეგიონებში, განსაკუთრებით სოფლებში დეპუტატების, ასევე მთავრობის წევრების ვიზიტების დროს გამოიკვეთა, რომ მიწის რეგისტრაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი.

„შესაბამისად, იუსტიციის სამინისტრომ დაამუშავა საკითხი და განვიხილავთ მიწის სპორადული და სისტემური რეგისტრაციისა და შემდგომი განვითარების თაობაზე თეა წულუკიანის საკითხს, რამაც ხელი უნდა შეუწყოს უახლესი სამი წლის განმავლობაში ამ პრობლემის სრულად მოგვარებას. ეს ერთი მხრივ, უაღრესად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ და ასევე ადამიანებისთვის, რომლებიც ფლობენ სოფლად მიწას, მეორე მხრივ, კრიტიკულად მნიშვნელოვნია ეკონომიკისთვის, რამეთუ მოგეხსენებათ, მიწა გახლავთ ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი სამ წლის განმავლობაშ სრულად გადაწყდება.

„ჩვენ დღეს იმ ჩატარებული სამუშაოს და განხილვების შედეგად, შეგვიძლია, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ სპორადული და სისტემური რეგისტრაციის შემდგომი განვითარების პირობებში, უახლესი სამი წლის განმავლობაში, ჩვენ საბოლოოდ გადავწყვეტთ ამ საკითხს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.