გიორგი გახარია - მივიღეთ გადაწყვეტილება, 200 მილიონი ლარის ოდენობით ინფრასტრუქტურულ პროექტებს ფასთა შორის სხვაობა დავუზღვიოთ
გიორგი გახარია - მივიღეთ გადაწყვეტილება, 200 მილიონი ლარის ოდენობით ინფრასტრუქტურულ პროექტებს ფასთა შორის სხვაობა დავუზღვიოთ

მივიღეთ გადაწყვეტილება, 200 მლნ ლარის ოდენობით ინფრასტრუქტურულ პროექტებს დავუზღვიოთ ფასთა შორის სხვაობა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი ძალა სწორედ ინფრასტრუქტურული პროექტებია.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი ძალა გახლავთ ინფრასტრუქტურული პროექტები და ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც შეექმნათ რისკი ფასების დაზღვევის, რაც მთავრობამ განიხილა და ჩვენ მოვიღეთ გადაწყვეტილება, 200 მილიონი ლარის ოდენობით ინფრასტრუქტურულ პროექტებს დავუზღვიოთ ფასთა შორის სხვაობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს როგორც მიმდინარე პროექტებზე, ასევე სატენდეროდ გამოტანილი პროექტებისთვის, რათა ქვეყნის ეკონომიკა არ გაჩერდეს და რეალურად სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ იქ, სადაც ჩვენთვის ამას კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვს, ვსაუბრობთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე“,- აღნიშნა გახარიამ.