გიორგი გახარია - მივესალმებით ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთების შესახებ გადაწყვეტილებას, გავერთიანდეთ იდეის ირგვლივ და სწრაფად და ეფექტიანად მივიყვანოთ პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე
მივესალმებით ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთების შესახებ გადაწყვეტილებას. აუცილებელია, განაცხადს მოჰყვეს ქმედითი ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან პროცესის სწრაფად და ეფექტიანად წარმართვის მიზნით, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
„ვთავაზობთ, საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხში მაქსიმალურ მხარდაჭერას და მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ აქტორს, როგორც ხელისუფლებიდან, ისე ოპოზიციიდან, გვერდით გადავდოთ მსჯელობა იმაზე, ვინ რა წვლილი შეიტანა აღნიშნულ პროცესში, გავერთიანდეთ იდეის ირგვლივ და სწრაფად და ეფექტიანად მივიყვანოთ პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე.
მადლობა საქართველოს მოქალაქეებს პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“, – წერს გიორგი გახარია.
წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს განაცხადი ევროკავშირის სტრუქტურებს ხვალ ოფიციალურად წარედგინება.