გიორგი გახარია მიუნხენის უსაფრთხოების 56-ე კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრო
გიორგი გახარია მიუნხენის უსაფრთხოების 56-ე კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დელეგაციასთან ერთად, მიუნხენის უსაფრთხოების 56-ე კონფერენციის გახსნას დაესწრო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, კონფერენციის გახსნითი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ, ვოლფგანგ იშინგერმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

მიუნხენი, უსაფრთხოების 56-ე კონფერენციაზე, მსოფლიო პოლიტიკურ ლიდერებს, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს 14-16 თებერვალს მასპინძლობს.