გიორგი გახარია მინისტრებს - საგანგებო მდგომარეობის პირობებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე საზოგადოების კითხვებს აბსოლუტურად ღიად უნდა გავცეთ პასუხი
გიორგი გახარია მინისტრებს - საგანგებო მდგომარეობის პირობებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე საზოგადოების კითხვებს აბსოლუტურად ღიად უნდა გავცეთ პასუხი

საზოგადოების მხრიდან შეიძლება იყოს კითხვები, ამა თუ იმ კომპანიას რატომ მიეცა ნებართვა და რატომ არ მიეცა სხვას, რატომ ჩაიკეტა ეს ქალაქი და არ ჩაიკეტა სხვა ქალაქი,  თითოეულ თქვენგანს მინდა, მოვუწოდო, აბსოლუტურად ღიად და ტრანსპარენტულად, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს შეკითხვები, გავცეთ პასუხი, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრებს.

„ყველას კარგად მოგვეხსენება და გვესმის, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ვცხოვრობთ და ვმუშაობთ საგანგებო მდგომარეობის პირობებში. ჩვენ აღარ ვართ უკვე ფორსმაჟორში, ვმართავთ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, ახლა ვიწყებთ უკვე ეკონომიკის აღდგენის გეგმის განხორციელებას.

თითოეულ თქვენგანს მინდა, მოვუწოდო, საზოგადოების ყველა კითხვას, რომელიც შეეხება საგანგებო მდგომარეობის პირობებში მიღებულ გადაწყვეტილებებს – ამა თუ იმ კომპანიას რატომ მიეცა ნებართვა და რატომ არ მიეცა სხვას, რატომ ჩაიკეტა ეს ქალაქი და არა სხვა, რატომ მივიღეთ ზოგ შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეებისთვის ერთი შეხედვით საკმაოდ მკაცრი შეზღუდვები, აბსოლუტურად ღიად და ტრანსპარენტულად, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, გავცეთ პასუხი.

ჩვენი წარმატების საფუძველი, პირველ რიგში, არის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის და გამოწვევის დაძლევა, ეკონომიკის ეფექტური, სწრაფი აღდგენა, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ უნდა დავიცვათ საჯაროობისა და ტრანსპარანტობის მაღალი პრინციპი, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი საქმიანობის ყოველდღიურ რეჟიმში“,- განაცხადა გახარიამ.