გიორგი გახარია - მადლობა ქვეყნის ყველა გულშემატკივარს, რომელთა მხარდაჭერით, პანდემიის პირობებში ვინარჩუნებთ ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტს
გიორგი გახარია - მადლობა ქვეყნის ყველა გულშემატკივარს, რომელთა მხარდაჭერით, პანდემიის პირობებში ვინარჩუნებთ ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტს

ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანამ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ დონეზე, არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ყველა გულშემატკივარს, რომელთა მხარდაჭერით, პანდემიის პირობებში, ქვეყანა ინარჩუნებს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტს და აგრძელებს ახალ გამოწვევებთან გამკლავებას.

„დღეს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის ყველა გულშემატკივარს, რომელთა მხარდაჭერით, პანდემიის პირობებში, ვინარჩუნებთ ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტს და ვაგრძელებთ ახალ გამოწვევებთან გამკლავებას.

ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანამ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ დონეზე, არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით, გავაგრძელებთ ადამიანის უფლებათა დაცვის არსებული მექანიზმებისა და აღსრულების გაძლიერებას, მყარი ინსტიტუციური გარანტიების შექმნას“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.