გიორგი გახარია - მიმდინარეობს 140 კმ საერთაშორისო მნიშვნელობის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობა, საიდანაც 2020 წლის ბოლომდე ჯამში - 70 კმ გაიხსნება
გიორგი გახარია - მიმდინარეობს 140 კმ საერთაშორისო მნიშვნელობის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობა, საიდანაც 2020 წლის ბოლომდე ჯამში - 70 კმ გაიხსნება

ინფრასტრუქტურის განვითარების ნაწილში მხოლოდ რამდენიმე ციფრს დავასახელებ – მინდა გითხრათ, რომ 2019 წელს ერთდროულად რეკორდული 804 კმ გზის რეაბილიტაცია და პერიოდული შეკეთება მიმდინარეობდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, წლის ბოლომდე გაიხსნება ქუთაისის შემოვლითი გზის დამატებითი ორი ზოლი, ხაშურის შემოვლითი გზა და სამტრედია-გრიგოლეთის ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთი.

„დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს 140 კმ საერთაშორისო მნიშვნელობის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობა, საიდანაც 2020 წლის ბოლომდე გაიხსნება ჯამში – 70 კილომეტრი საერთაშორისო მაგისტრალი და ესენი იქნება ქუთაისის შემოვლითი გზის დამატებითი ორი ზოლი, ხაშურის შემოვლითი გზა, სამტრედია-გრიგოლეთის ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთი ეს არის ჩვენი საერთაშორისო მაგისტრალების ის მონაკვეთები, რომელიც გაიხსნება ზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში წლის ბოლომდე. მიმდინარეობს რიკოთის მონაკვეთის გრიგოლეთი-ქობულეთის და ბათუმის შემოვლით გზებზე აქტიური სამუშაოები და ამას თითოეული ჩვენი მოქალაქე, რომლებიც ამ გზებზე მოგზაურობენ ხედავენ. მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს ქვეშეთი-კობის პროექტირების თვალსაზრისით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.