გიორგი გახარია - მიხეილ სააკაშვილი თუ ჩამოვა, მსჯავრდებულია და იქნება დაკავებული, თუმცა „ოცნებამ“ შესაძლოა, შეიწყალოს ან ამნისტია შეახოს
გიორგი გახარია - მიხეილ სააკაშვილი თუ ჩამოვა, მსჯავრდებულია და იქნება დაკავებული, თუმცა „ოცნებამ“ შესაძლოა, შეიწყალოს ან ამნისტია შეახოს

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას შესაძლოა,  ისევე შეეხოს ამნისტია, როგორც ნიკა მელიას და გიორგი რურუას.

„მიშა საქართველოში რომ ჩამოვა, ჯერ ერთი, მმართველ პარტიას დაეხმარება, მეორე – თუ ჩამოვა, ის არის მსჯავრდებული და იქნება დაკავებული. მესმის ისიც, რომ „ოცნებამ“ შეიძლება, შეიწყალოს ან ამნისტია შეახოს და სააკაშვილსაც გამოუშვებენ ისევე, როგორც გამოუშვეს მელია და რურუა, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემთვის ახლა სასაცილოა, მიუხედავად იმისა, რომ იმ ქაოსში, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ყველაფერია დასაშვები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დატოვე კომენტარი