გიორგი გახარია - მგონი, ალენ ბერსესაც ვიცე-პრემიერობას შეჰპირდა ივანიშვილი
გიორგი გახარია - მგონი, ალენ ბერსესაც ვიცე-პრემიერობას შეჰპირდა ივანიშვილი

მე მგონი, ამასაც ვიცე-პრემიერობას შეჰპირდა ივანიშვილი, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

გახარიამ გააზიარა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით დღევანდელ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადება.

ალენ ბერსემ დღეს განაცხადა, რომ „მთავრობამ გასცა დაპირება, რომ შეცვლიდა უცხოური გავლენის შესახებ კანონის შინაარსს, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და მოხდება იდენტიფიცირება ცვლილებების, რომლებიც უნდა განხორციელდეს“.