ალენ ბერსე - მთავრობამ გასცა დაპირება, რომ შეცვლიდა უცხოური გავლენის შესახებ კანონის შინაარსს, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და მოხდება იდენტიფიცირება ცვლილებების, რომლებიც უნდა განხორციელდეს
ალენ ბერსე - მთავრობამ გასცა დაპირება, რომ შეცვლიდა უცხოური გავლენის შესახებ კანონის შინაარსს, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და მოხდება იდენტიფიცირება ცვლილებების, რომლებიც უნდა განხორციელდეს

მთავრობამ გასცა დაპირება, რომ შეცვლიდა უცხოური გავლენის შესახებ კანონის შინაარსს, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბერსეს თქმით, ამისთვის შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საქართველოს და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან, რომელშიც, მათ შორის ვენეციის კომისია იქნება ჩართული.

„შეშფოთება გამოვხატე იმ კანონმდებლობის შესახებ, რომელიც აუარესებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების უფლებებს. ეს კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს, რათა სრულად მოვიდეს შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, როგორც არის გაწერილი ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციაში და როგორც ამას გვეუბნება ვენეციის კომისია. მივესალმები და გეტყვით, რომ მთავრობამ გასცა დაპირება იმის თაობაზე, რომ შეცვლიდა უცხოური გავლენის შესახებ კანონის შინაარსს. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საქართველოს და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის ვენეციის კომისია იქნება ჩართული და მოხდება იდენტიფიცირება იმ ცვლილებების, რომლებიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში. გამოვხატავ იმედს, რომ ამგვარი პროცესები ასევე შეიძლება განხორციელდეს სხვა მიმართულებებით, როგორიც არის თანასწორობა, დისკრიმინაციის აღკვეთა, საარჩევნო რეფორმები, ციხისა და პრობაციის სისტემების რეფორმები. დარწმუნებული ვართ, ბოლოდროინდელი კანონმდებლობა ნამდვილად არ მოდის შესაბამისობაში ევროპის საბჭოს და კონვენციის მოცემულობასთან. ჩვენ მივიღეთ გარკვეული დაპირებები, ასევე, მოგეხსენებათ, ევროპის საბჭოს აქვს სამოქმედო გეგმა 2024-2027 წლებისთვის. ეს არის ევროსაბჭოს მიერ მომზადებული სამოქმედო გეგმა, რომელიც შემდეგ მინისტრთა კომიტეტის მიერ არის დამტკიცებული. ეს არის კონკრეტული სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის, რომელიც არის მთავარი ინსტრუმენტი, რათა დავეხმაროთ საქართველოს თავისი ევროპული სულისკვეთების განხორციელებაში“, – განაცხადა ბერსემ.

მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.