გიორგი გახარია - მართლმსაჯულების სისტემაში კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, ეს ჩვენ კარგად ვიცით, ამაზე გეგმებიც გვაქვს
გიორგი გახარია - მართლმსაჯულების სისტემაში კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, ეს ჩვენ კარგად ვიცით, ამაზე გეგმებიც გვაქვს

მართლმსაჯულების სისტემაში კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, ეს ჩვენ კარგად ვიცით, ამაზე გეგმებიც გვაქვს, საკანონმდებლო ცვლილებები მომზადებულია და ეს განხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„გამოძიებასთან დაკავშირებით გუშინ მე ვთქვი ის, რასაც ვამბობდი, როცა შს მინისტრი ვიყავი, ჩვენს მართლმსაჯულების სისტემას გარკვეული რეფორმები სჭირდება, ეს ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ამას ვაკეთებდი შსს-შიც სისტემური განახლება რაც იყო, ეს იყო სწორედ ის რეფორმების მიმართულება, რომელიც უნდა გაგრძელდეს. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ კრიზისთან ერთად გლობალური, ეკონომიკური კრიზისი ყველაფერი ერთად დაემთხვა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, გამოძიების ფუნქციის გამიჯვნა არის აუცილებელი, რათა გამოძიების ხარისხი გაძლიერდეს.

„კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი მართლმსაჯულების სისტემაში, ეს ჩვენ კარგად ვიცით, ამაზე გეგმებიც გვაქვს, საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებული გვაქვს და ეს განხორციელდება. მე სხვა რამე ვთქვი, რომ კომუნიკაცია, მაშინ როდესაც მძაფრ პოლიტიკურ პროცესში ვართ და სამწუხაროდ, ისევე როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა იყენებს ქვეყნის საწინააღმდეგოდ, ამ შემთხვევაში კონკრეტული ოჯახების ტრაგედიას იყენებენ ასევე პოლიტიკური პროცესისთვის, ეს შესაძლებლობა რომ არ მივცეთ ინტერპრეტირების, რაც ასევე მედიის უფლებაა, ამას არავინ კრძალავს. მე ვთქვი, რომ ასეთ სივრცეები არ უნდა დარჩეს პროაქტიულად. მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ მედიასაც და ჩვენს მოქალაქეებსაც, რათა სივრცე არ დავტოვოთ ინტერპრეტირებისთვის განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოძიება მიმდინარეობს და პროცესი ჯერ დასრულებული არ არის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს, რომ ოპოზიციის ნაწილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომას ითხოვს, რაზეც გიორგი გახარია აღნიშნა, რომ ეს საკითხი არ არის სერიოზული.

„შინაგან საქმეთა მინისტრის ამოცანაა, გამოძიების ბოლომდე მიყვანა და დასრულება, არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, ერთი საქმეც და მეორეც სრულფასოვნად იქნება გამოძიებული და ბოლომდე იქნება მიყვანილი. ვიღაც პოლიტიკური მოღვაწეების მოთხოვნის გამო ასეთ რამ სერიოზულია? არ არის სერიოზული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.