გიორგი გახარია - მაღალი ხარისხის ინტერნეტი თითოეულ სოფელში არის უაღრესად მნიშვნელოვანი და სწრაფად გადასაწყვეტი ამოცანა
გიორგი გახარია - მაღალი ხარისხის ინტერნეტი თითოეულ სოფელში არის უაღრესად მნიშვნელოვანი და სწრაფად გადასაწყვეტი ამოცანა

მაღალი ხარისხის ინტერნეტი თითოეულ ქართულ სოფელში ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი და სწრაფად გადასაწყვეტი ამოცანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარია მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ოზურგეთის 49 სოფლის ინტერნეტიზაცია მოხდება.

„შემდეგი საკითხი, რაზეც ჩვენ დღეს ვიმსჯელებთ, ეს გახლავთ ოზურგეთის რაიონის 49 სოფლის ინტერნეტიზაცია. ეს იქნება მაღალი ხარისხის ინტერნეტის მიწოდება. ეს კიდევ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც ჩვენ ეპიდემიამ და კრიზისმა დაგვანახა. მაღალი ხარისხის ინტერნეტი თითოეულ ქართულ სოფელში, არის უაღრესად მნიშვნელოვანი და სწრაფად გადასაწყვეტი ამოცანა. ეს უბრალოდ ყოველდღიური ცხოვრების აუცილებლობა ხდება, რათა ფერმერებმა ნორმალურად იმუშაონ, რათა ჩვენმა ბავშვებმა ნორმალურად მიიღონ განათლება და ცხოვრების ჩვეულებრივი დონე, ისეთი, როგორიც არის ქალაქში, მივიტანოთ სოფლად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.