გიორგი გახარია -კრიმინალთან ბრძოლაში ვერანაირი მიღწევა ვერ იქნება დაფასებული, თუ ადამიანის ღირსება და თავისუფლება ვერ შევინარჩუნეთ
გიორგი გახარია -კრიმინალთან ბრძოლაში ვერანაირი მიღწევა ვერ იქნება დაფასებული, თუ ადამიანის ღირსება და თავისუფლება ვერ შევინარჩუნეთ

ჩვენ ვიცით, სად ვიყავით, დღეს სად ვართ და რა მიზანი გვაქვს, ამიტომ დავარქვით ჩვენ ამას სისტემური განახლება, – ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია იმედის ეთერში, გადაცემა „იმედი LIVE“-ში სტუმრობისას გააკეთა.

„ყველაფერი კარგი რაც იყო გაკეთებული, იმას ვინარჩუნებთ, მაგრამ ჩვენი რეფორმები ორიენტირებულია იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ჩვენ დღეს ვდგავართ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვამბობთ, რომ ეფექტური, პოლიტიკურად ნეიტრალური პოლიცია არის ჩვენი ძირითადი ამოცანა და, რა თქმა უნდა, ვამბობთ, რომ ვერანაირ მიღწევა კრიმინალთან ბრძოლაში ვერ იქნება დაფასებული და გამართლებული, თუ ადამიანის ღირსება და თავისუფლება ვერ შევინარჩუნეთ. ეს არ არის რაღაც ხმამაღალი სიტყვები, ეს არის ის მიდგომა, რითიც ჩვენ ვცდილობთ, კიდევ უფრო ავამაღლოთ ნდობა პოლიციასა და საზოგადოებას შორის“,- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.