გიორგი გახარია – ხვიჩა მღებრიშვილის საკითხზე საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურად ვმუშაობთ, რათა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილისთვის ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ პატიმრობაში დატოვებას სამწუხარო ფაქტს უწოდებს.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ყოველდღიურად მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა ინსტრუმენტი.
„უაღრესად სამწუხარო ფაქტია, ჩვენ ყოველდღიურად საერთაშორისო პარტნიორებთან ვმუშაობთ, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, რომელიც მთავრობას გააჩნია და აქტიურად ვმუშაობთ ამაზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.