გიორგი გახარია - ხშირ შემთხვევაში არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაული უფრო რთული გამოსაძიებელია, ვიდრე სრულწლოვანების
გიორგი გახარია - ხშირ შემთხვევაში არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაული უფრო რთული გამოსაძიებელია, ვიდრე სრულწლოვანების

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულების გამოძიების ვადის გახანგრძლივების აუცილებლობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტს სულ მალე მიმართავს თხოვნით, მართლმსაჯულების კოდექსში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდეს.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ხშირ შემთხვევაში, არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაული უფრო რთული გამოსაძიებელია, ვიდრე სრულწლოვანების.

„ჩვენ ვამბობთ, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც არ ჩატარდა კალანდიას სახლში ჩხრეკა, არ ჩატარდა რაღაც გარკვეული სატელეფონო საუბრების ამოღება – რა თქმა უნდა, ეს შეგვიძლია შევაფასოთ ხარვეზად და თქვენ ამის ობიექტური საშუალება გაქვთ. ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ რატომ აკეთებთ ამას?! არა, უბრალოდ მარტივ კითხვას ვსვამთ, როცა ამბობთ, რომ ეს არის ხარვეზი, უნდა მომიტანოთ მაშინ მე მაგალითი პირდაპირი და კონკრეტული, რა მიზანშედეგობრივი კავშირი ჰქონდა ამას დამდგარ შედეგთან,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.