გიორგი გახარია - ხორავას ქუჩის საქმეზე არც ერთ მიმართულებას არ გამოვრიცხავთ
გიორგი გახარია - ხორავას ქუჩის საქმეზე არც ერთ მიმართულებას არ გამოვრიცხავთ

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, ირმა ნადირაშვილის კითხვას უპასუხა, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის  საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ეხებოდა.

„ამაზე პარლამენტში შექმნილი კომისიის ფარგლებში უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. სწორედ აქედან გამომდინარე არ გამიკეთებია კომენტარები ამ თემასთან დაკავშირებით, თუმცა გამოძიება ძალზედ აქტიურად მიმდინარეობს და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ  არ გამოირიცხება არც ერთი მიმართულება. ჩვენ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით და აბსოლუტურად ტრანსპარენტულად. შესაბამისად, ყველა ის შედეგი, რომელიც დადგება  გამოძიების ფარგლებში, იქნება ღია, სამართლიანი და მას ასევე ტრანსპარენტულად გაეცნობა ყველა ჩვენი მოქალაქე. სასამართლო განხილვების პროცესში ბევრი  ახალი ფაქტორი გამოვლინდა, სწორედ ამიტომ იყო პირველი გამოძიების შემდგომ გამოყოფილი ორი საქმე, რამეთუ გვესმოდა, რომ საქმე ეხებოდა არასრულწლოვნებს და  გარკვეული შეზღუდვები არსებობდა, შესაძლებელი იყო გამოჩენილიყო გარკვეული დამატებითი ინფორმაციები სასამართლო პროცესების განმავლობაში“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.