გიორგი გახარია - ხმა მივეცი მთაწმინდა-სოლოლაკისა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას
გიორგი გახარია - ხმა მივეცი მთაწმინდა-სოლოლაკისა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას

ხმა მივეცი მთაწმინდა-სოლოლაკისა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, მისასალმებელია, რომ შუალედური არჩევნების მეორე ტური დედაქალაქის მნიშვნელოვან უბანში წყნარად და მშვიდად მიმდინარეობს.

„ხმა მივეცი მთაწმინდა-სოლოლაკისა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. რა თქმა უნდა, მივესალმები და მისასალმებელია, რომ მეორე ტური საქართველოს დედაქალაქში, მნიშვნელოვან უბანში ასე მშვიდად და წყნარად მიმდინარეობს. დასრულდება და გაიმარჯვებს ღირსეული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

თბილისში, N1 მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნებში მონაწილეობს ორი კანდიდატი: N13 შალვა შავგულიძე – „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ და N41 ვლადიმერ კახაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.