გიორგი გახარია - ხელისუფლებას არჩევნებში გამარჯვებისთვის კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზება არ სჭირდება
გიორგი გახარია - ხელისუფლებას არჩევნებში გამარჯვებისთვის კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზება არ სჭირდება

ხელისუფლებას კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზება არ სჭირდება, რომ არჩევნებში გაიმარჯვოს,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ განუცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, თუ არსებობს ინფორმაცია, რომ სადმე იყვნენ მობილიზებული კრიმინალური ავტორიტეტები, დაარღვიეს კანონი ან რაიმე სახით შეუზღუდეს მოქალაქეებს გამოხატვის თავისუფლება, ამაზე იქნება რეაგირება.

„ყველამ, ვინც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ვინმეს, ყველა იქნება დასჯილი. ხელისუფლებას კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზება იმისთვის, რომ არჩევნებში გაიმარჯვოს, არ სჭირდება, მით უმეტეს მთაწმინდაზე. თუ იყვნენ სადმე მობილიზებული კრიმინალური ავტორიტეტები, რომლებმაც დაარღვიეს კანონი ან რაიმე სახით შეუზღუდეს მოქალაქეებს გამოხატვის, ხმის მიცემის თავისუფლება, მოგვეცით ეს ინფორმაცია და ამაზე გვექნება სწრაფი და მკაცრი რეაგირება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.