გიორგი გახარია ჯორჯ კენტს შეხვდა
გიორგი გახარია ჯორჯ კენტს შეხვდა

საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯორჯ კენტმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ ორპარტიულ მხარდამჭერ აქტზე, რომელიც პრემიერმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების უმაღლესი დონის კიდევ ერთ დადასტურებად შეაფასა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას, ასევე – საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს. აღინიშნა საერთაშორისო მექანიზმებისა და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობა ადგილზე მშვიდობის უზრუნველყოფაში.

შეხვედრას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების უფროსი ლიზ ზენტოსი, ხოლო საქართველოს მხრიდან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი და დაესწრნენ.