გიორგი გახარია - ჯარიმების გამკაცრება არ იგეგმება, იგეგმება აღსრულების გამკაცრება
გიორგი გახარია - ჯარიმების გამკაცრება არ იგეგმება, იგეგმება აღსრულების გამკაცრება

ჯარიმების გამკაცრება არ იგეგმება, იგეგმება აღსრულების გამკაცრება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გახარიამ აღნიშნა, რომ აღსრულების გამკაცრების ნაწილში, ბზობის დღესასწაულზე, სახელმწიფო ინსტიტუტებს, პირველ რიგში კი შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტურად უნდა ემოქმედა.

„ჩვენ ამას ვაღიარებთ, მაგრამ ჯარიმების კიდევ უფრო გამკაცრება არ იგეგმება. აღსრულების ნაწილში გამკაცრება და მეტი ეფექტურობა იგეგმება“, – აღნიშნა პრემიერმა.