გიორგი გახარია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს ხვდება
გიორგი გახარია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრის მონაწილეები საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით მსჯელობენ.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ინფიცირების შემთხვევების ზრდა მოსალოდნელია, რისთვისაც მზად უნდა იყვნენ.

„დღეს საკოორდინაციო საბჭოს ჯანდაცვის ჯგუფი ვიკრიბებით, რომ შევაფასოთ დღევანდელი ეპიდვითარება და გავაკეთოთ რევიზია ჯანდაცვის სექტორის მზაობაზე. ხედავთ, რომ ეპიდსიტუაცია იცვლება, მოიმატა დაფიქსირებულ რაოდენობათა ციფრმა. ეს მოსალოდნელი იყო. ასევე, მოსალოდნელია ის, რომ ჩვენ შევალთ პრეკრიზისულ ფაზაში, ანუ შესაძლოა,  დადასტურებულ შემთხვევებთან ერთად გამოვლინდეს დაუდასტურებელი შემთხვევებიც. დღეს საბედნიეროდ ყველა დადასტურებულ შემთხვევას ქვს თავისი ეპიდმისამართი, ანუ ეპიდემიოლოგიური კონტროლი შესაძლო კავშირებზე, შესაძლებელია მისი დადგენა და კონტროლირებადია ვითარება. მაგრამ ჩვენ უნდა მოვემზადოთ ხვალინდელი დღისთვისაც. მთავარია, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვის მატებას დავუპირისპიროთ წესრიგი და ამ წესრიგის მთავარი შემადგენელი არის, რომ სოციალური სიმჭიდროვე გავშალოთ, ანუ უშუალო კონტაქტები, თავშეყრის ადგილებში მოვერიდოთ ყოფნას და დავრჩეთ სახლში. მაქსიმალურად გამოვიყენოთ იზოლაციის რეჟიმი”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.