გიორგი გახარია - ინიციატივის, „იმუშავე საქართველოდან“ შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა, უკვე 200-ზე მეტი განაცხადი გვაქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან
გიორგი გახარია - ინიციატივის, „იმუშავე საქართველოდან“ შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა, უკვე 200-ზე მეტი განაცხადი გვაქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან

შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა, ჩვენ 200-ზე მეტი განაცხადი გვაქვს უკვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, დაწყებული აშშ-ით და დამთავრებული სინგაპურით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ ინიციატივაზე – „იმუშავე საქართველოდან“ საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დაავალა, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს ამ პროგრამაზე და კიდევ უფრო გააძლიეროს ამ პროგრამის შესაძლო ბენეფიტები.

„იმუშავე საქართველოდან – ეს იყო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივა. არსი მდგომარეობს იმაში, რომ ვინაიდან საქართველო არის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა ვირუსის მართვის თვალსაზრისით, ჩვენ შევთავაზეთ 95 ქვეყნის მოქალაქეებს 180 დღით, მინიმუმ, საქართველოდან დისტანციურად გააგრძელონ თავიანთი შრომა. შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა – ჩვენ 200-ზე მეტი განაცხადი გვაქვს უკვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, დაწყებული აშშ-ით, დამთავრებული სინგაპურით, და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ვავალებ, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს ამ პროგრამაზე და კიდევ უფრო გააძლიერონ ამ პროგრამის შესაძლო ბენეფიტები, რომელმაც შესაძლოა ქართულ ეკონომიკას და უპირველესად საქართველოს, როგორც მწვანე და ვირუსისგან სუფთა ქვეყანას, მოუტანოს,“ – აღნიშნა პრემიერმა.