გიორგი გახარია - „იმედი“ პოლიტიკურად მოტივირებული და მართული ტელევიზიაა
გიორგი გახარია - „იმედი“ პოლიტიკურად მოტივირებული და მართული ტელევიზიაა

დღეს „იმედი“ აქ არ არის. ეს ჩემთვის აჩვენებს, რომ „იმედი“ პოლიტიკურად მოტივირებული და მართული ტელევიზიაა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც გახარიამ განაცხადა, ოთხი თვის წინ „იმედის“ ნებისმიერი კარი მისთვის ღია იყო.

„დღეს უთქვამთ, შეხედეთ, რომელი ტელევიზიები აპიარებენ და აქედან გავაკეთოთ დასკვნაო, ეს იქნება მინიშნება გახარია მიშა სააკაშვილის პროექტი არის თუ არაო. დღეს „იმედი“ არ არის. ეს ჩემთვის აჩვენებს, რომ „იმედი“ პოლიტიკურად მოტივირებული და მართული ტელევიზიაა. მაშინ, როდესაც ოთხი თვის წინ „იმედის“ ნებისმიერი კარი დიდი სიამოვნებით იყო ჩემთვის გაღებული, დღეს არც ერთ ღონისძიებაზე არავინ მოსულა. გამიკვირდა, „რუსთავი 2“ რომ მოვიდა, მადლობა მათ“, – განაცხადა გახარიამ.

დატოვე კომენტარი