გიორგი გახარია გიგა ბოკერიას - მესმის, რომ არჩევნებთან რაც უფრო ახლოს მიდიხართ, ისტერიკის ხარისხი გემატებათ, მაგრამ დამშვიდდით, ნერვებს გაუფრთხილდით და დამელოდეთ
გიორგი გახარია გიგა ბოკერიას - მესმის, რომ არჩევნებთან რაც უფრო ახლოს მიდიხართ, ისტერიკის ხარისხი გემატებათ, მაგრამ დამშვიდდით, ნერვებს გაუფრთხილდით და დამელოდეთ

რატომ ნერვიულობთ, რიგში ხომ დგახართ? დამელოდეთ წყნარად, მშვიდად, ნერვებს გაუფრთხილდით, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის წევრ ლიდერ გიგა ბოკერიას, რომელიც დეპუტატების კითხვებზე პრემიერის პასუხებთან დაკავშირებით დარბაზში რეპლიკებს გამოთქვამდა.

„ადამიანურად მოგიწოდებთ, დამშვიდდით, დაწყნარდით, ნერვებს გაუფრთხილდით, წინ არჩევნებია, მესმის, რომ არჩევნებთან რაც უფრო ახლოს მიდიხართ, ისტერიკის ხარისხი გემატებათ, მაგრამ ხელებს ნუ იშვერთ, დამშვიდდით. კითხვას აქვს თავისი რიგი და მშვიდად დამელოდეთ“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიგა ბოკერიას.