გიორგი გახარია - გავუფრთხილდეთ ხანდაზმულებს, ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, განსხვავებულად შევხვდეთ ახალ წელს, ღონისძიებები უნდა იყოს მოკრძალებული, თავი ავარიდოთ დიდ წვეულებებს
გიორგი გახარია - გავუფრთხილდეთ ხანდაზმულებს, ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, განსხვავებულად შევხვდეთ ახალ წელს, ღონისძიებები უნდა იყოს მოკრძალებული, თავი ავარიდოთ დიდ წვეულებებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის, გიორგი გახარიას განცხადებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ყველა მოუფრთხილდეს ხანდაზმულებს და როგორც სახელმწიფომ, ისე მოქალაქეებმა და ბიზნესმა, საახალწლო დღეებშიც პირველ რიგში ამ პასუხისმგებლობით იმოქმედონ.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ, სამწუხაროდ, დღეს ევროპის ბევრ ქვეყანაში სიკვდილიანობის რეკორდები მყარდება. ისეთი რეკორდები, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ უნდა გავუფრთხიდლეთ ჩვენს ხანდაზმულებს, როგორც სახელმწიფომ, ასევე მოქალაქეებმა, კომპანიებმა და ბიზნესმა პირველ რიგში ამ პასუხისგებლობით უნდა ვიმოქმედოთ, საახალწლო დღეებშიც.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, წელს ცოტა განსხვავებულად უნდა შევხვდეთ ახალ წელს, ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს უფრო მოკრძალებული, უფრო ოჯახის წრეში და, რა თქმა უნდა, თავი უნდა ავარიდოთ დიდ წვეულებებს, შესაძლოა, ჩვენთვის ჩვეულ დიდ, სახალწლო წვეულებებს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ წელს განსაკუთრებული წელია, განსაკუთრებული წელია გამოწვევებით და ჩვენი შემდგომი ეკონომიკური აღდგენისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება, თუ როგორ გავართმევთ თავს პირველ რიგში საახალწლო დღესასწაულებს“, – განაცხადა გახარიამ.